კონა (გეომეტრია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონა – ერთპარამეტრიანი წირთა ან ზედაპირთა ოჯახი, რომლებიც პარამეტრზე წრფივად არიან დამოკიდებულნი.

სიბრტყეთა კონა – სიბრტყეთა სიმრავლე, რომლებიც გადიან ერთ და იმავე წრფეზე, რომელსაც სიბრტყეთა კონის ღერძი ეწოდება.

სფეროთა კონა – სფეროთა ოჯახი, 1) რომლებიც გადიან ერთ და იმავე წრეწირზე, 2) ეხებიან ერთმანეთს ერთ და იმავე მოცემულ წერტილში.

წრეწირთა კონა – წრეწირთა ოჯახი, 1) რომლებიც გადიან ორ მოცემულ წერტილზე, 2) ეხებიან ერთმანეთს ერთ და იმავე მოცემულ წერტილში, 3) აქვთ ერთი და იგივე ცენტრი.

წრფეთა კონა – წრფეთა სიმრავლე, რომლებიც მდებარეობენ ერთ სიბრტყეში და გადიან ერთ და იმავე წერტილში (კონის ცენტრში).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები