კომპრესორი
კომპრესორი − (ლათ. compressus შეკუმშვა), ჰაერის, გაზის, ორთქლის შესაკუმში მანქანა ჭარბი წნევით არა ნაკლები 0,2 მპა. ჰაერის მცირე წნევით (0,2 მპა-მდე) შესაკუმშ მანქანას მიეკუთვნება ვენტილატორი.
კომპრესორები აგებულების მიხედვით არსებობს: მოცულობითი (დგუშიანი და როტაციული), რომელშიც გაზის შეკუმშვა ხორციელდება ჩაკეტილი მოცულობის შემცირებით; ფრთიანი (ცენტრიდანული და ღერძული), რომელშიც აირზე ძალოვანი ზემოქმედება ხორცილედება მბრუნავი ფრთებით, და ჭავლური, რომლის მოქმედების პრინციპი ჭავლური ტუმბოების ანალოგიურია. არსებობს კომპრესორის სახეები: აირული, აქსიალურ-დგუშიანი. დგუშ-მემბრანული, დგუშიანი, დინამიკური მოქმედების, თხევად-რგოლური, კბილანური, მემბრანული, მოცულობითი მოქმედების, რადიალური, როტორულ-დგუშიანი, როტორული, უზეთო, ფირფიტებიანი, ღერძული, ცენტრიდანული, ცენტრისკენული, ხრახრული და სხვ.