კომპოზიტი აბს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომპოზიტი აბს – აკრილნიტრილბუტადიენური დარტყმამედეგი ამორფული მასალა. აქვს მაღალი თბო- და ქიმიური მედეგობა (145°C-მდე); ხანგრძლივი ექსპლუატაციის მაქსიმალური ტემპერატურაა 60-95°С. კომპოზიტში პოლიკარბონატის შემცველობის მომატება იწვევს დარტყმა- და ყინვამედეგობის გაზრდას. ადვილი გადასამუშავებელია. კარგად დუღდება (ხახუნით, სითბოთი, ულტრაბგერით). გამოიყენება ზუსტი ზომის ნაკეთობების ჩამოსასხმელად.