კომახიძე გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გივი კომახიძე – დაიბადა 1953 წლის 31 მაისს ქობულეთში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1980). სამხედრო სამსახური (1973-75).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1980-86);
- მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე (1986-94).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქი, სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.