კოვარიანტულობა და კონტრავარიანტულობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოვარიანტულობა და კონტრავარიანტულობა (ლათინ. co (cum) – ერთობლივად, contra- წინააღმდეგ, საპირისპიროდ, vario – ვიცვლები) – წრფივი ალგებრის და ტენზორული აღრიცხვის მნიშვნელოვანი ცნებები.

ვთქვათ, n -განზომილებიან სივრცეში მოცემულია ორი სიდიდე თავისი კოორდინატებით: x(x1; x2; ...; xn) და y(y1; y2;...; yn). თუ წრფივი ერთგვაროვანი გარდაქმნების დროს ორივე სიდიდე გარდაიქმნება ერთნაირი მატრიცის დახმარებით, მაშინ x და y-ს ეწოდება კოვარიანტული (ერთნაირად გარდაქმნილი). თუ x სიდიდის გარდაქმნის A მატრიცა დაკავშირებულია y სიდიდის გარდაქმნის B მატრიცასთან A=B-1 დამოკიდებულებით, სადაც B-1 არის B მატრიცის შებრუნებულის ტრანსპონირებული მატრიცა, მაშინ x და y-ს ეწოდება კონტრავარიანტული (საწინააღმდეგოდ გარდაქმნილი; კონტრაგრედიენტული).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები