კობახიძე ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისში. — იურისტი, პოლიტიკოსი. სამართლის დოქტორი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (2016-2019).

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტის კვალიფიკაციით (1995-2000);
  • ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი (გერმანია) - სამართლის მაგისტრი (LL.M.) (2002-2005):
  • ჰ. ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი (გერმანია), სამართლის დოქტორი (Dr. iur.) (2002-2006).

სამუშაო გამოცდილება

  • შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (2000-2001);
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი (2005-);
  • გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი (2006-2014);
  • კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2011-2014);
  • მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი (2015-2016);
  • მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. პარლამენტის თავმჯდომარე (2016-2019).
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - (11-12-2020). ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020);


რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები