კლდიაშვილი გურამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ კლდიაშვილი

კლდიაშვილი გურამ − (1929 − 2018), პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ ზემო სიმონეთში. 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობდა ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტში, სხვადასხვა თანამდებობებზე, 1965 წლის დეკემბერში დაინიშნა კასპის რაიონული გაზეთის რედაქტორად, რომლის ხელმძღვანელობით, 1966 წლის 1 იანვრიდან აღდგა წლების წინ გაუქმებული გაზეთი „განთიადი” (დღეს „ახალი განთიადი”). გურამ კლდიაშვილი ქართულ მწერლობაში 60-იანელთა თაობას შემოჰყვა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი წიგნები „წუთისოფელი”, „თვალი მიჭირავს შენზედა”, „ნაცნობი სახეები” და სხვა, მან გამოსცა 17 პოეტური კრებული და მრავალი იუმორისტული და დრამატული ნაწარმოები; მისი პიესები იდგმებოდა მთელ რიგ თეატრებში.


* * *
იქნებ გაგასწრო, იქნებ გამასწრო,
ამ წუთისოფლის უმოკლეს გზაზე,
მაგრამ იცოდე, არსად, არასდროს,
არ მყვარებია არავინ ასე....
იქნებ გაგცვალო, იქნებ გამცვალო,
არავინ იცის რა ხდება მაზეგ,
დღეს რომ მიყვარხარ,
შენ გენაცვალე,
არ მყვარებიხარ არასდროს ასე!...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები