კირკიტაძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით კირკიტაძე – დაიბადა 1978 წლის 2 აგვისტოს ჭიათურაში.
განათლება – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (1995-2000).
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახური (2003-2004).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში (2008-2013).
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015