კირვალიძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით კირვალიძე – დაიბადა 1967 წლის 6 მაისს თბილისში.
განათლება – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი (1990).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას;
- კერძო ფერმერთა დახმარების ფონდი (1996-99);
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
- სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი (2000-2004);
- სოფლის მეურნეობის მინისტრი (2012-2013).