კიკალეიშვილი ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ კიკალეიშვილი – დაიბადა 1950 წლის 22 ივნისს გეგეჭკორში (მარტვილი).
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი (1974). სამხედრო სამსახური (1974-75).
სამუშაო გამოცდილება
- სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერ-მექანიკოსი (1978-2003);
- ქალაქ თბილისის მერია (2003-2006);
- ქალაქ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დიდუბის რაიონიდან (2006-2008).
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.