კითხვის ნიშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კითხვის ნიშანი (?) − სასვენი ნიშანი, რომელიც დაისმის კითხვითი მიმართვის შემცველი სიტყვის, ფრაზის ან წინადადების ბოლოს – იმისდა მიუხედავად, ამ კითხვებში მონაწილეობს თუ არა კითხვითი სიტყვა-წევრები ან კითხვითი ნაწილაკები. მაგ.: „გირგოლა, შენა?“, (ალ. ყაზბეგი); „არაბი ხარ? – იეზიდი“ (ა. კალანდაძე); „შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო?“ (ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“); „სადა ხარ, ჩემო სულიკო? (ა. წერეთელი); „რომელი სცნობს შენს სახეს? ან ვინ იტყვის შენს სახელს? ვინ გაიგებს შენს ძახილს? ძახილს ვინ დაიჯერებს?“ (გ. ტაბიძე).

ზოგჯერ კითხვის ნიშანს რიტორიკულ კითხვასთანაც სვამენ, რაც გაუმართლებელია, ვინაიდან ასეთი კითხვა მხოლოდ ფორმითაა კითხვის სტრუქტურისა, შინაარსი კი მტკიცებითი ხასიათისაა. ამიტომ მართებულია ასეთ კითხვას დაესვას კითხვით-ძახილის ნიშანი.

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები