კიბურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიბურა – ვაზის ჯიში. იგი ვარდისფერყურძნიან ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. თითო-ოროლა ძირის სახით მაღლარად ქედის რაიონში, განსაკუთრებით, სოფელ სიხალიძეებში, ასამბაძეებსა და საკუთრივ ქედის მიდამოებშია გავრცელებული. გადმოცემებითა და დაკვირვებებით კიბურა აჭარულ ვაზის აბორიგენულ ჯიშთა წყებას მიეკუთვნება, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ამ მხარის ეკოლოგიურ პირობებში აღზრდილა და აკლიმატიზებულა. რადგან ვაზები მაღლარად არის წარმოდგენილი, ამის გამო ისინი სათანადო მოვლას მოკლებულია, რის შედეგადაც როგორც მოსავლიანობა, ისე ყურძნის პროდუქციის ღირსება არადამაკმაყოფილებელია.



ლიტერატურა

რამიშვილი, 1948.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები