კვირიკაძე ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძე – (დაიბადა 1939 წელს ქალაქ ბათუმში, საქართველო) – ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი და პედაგოგი.

1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1968 წელს – მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინოს ინსტიტუტის (ВГИК) სარეჟისორო ფაკულტეტი, მხატვრული კინოს რეჟისორის სპეციალობით (გრიგორი ჩუხრაის სახელოსნო)

უკანასკნელ წლებში ცხოვრობს ლოს-ანჟელესში, მოღვაწეობს ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, საქართველოსა და რუსეთში. ასწავლის სცენარისტის პროფესიას მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე, ხელმძღვანელობს მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში.

ფილმოგრაფია: რეჟისორული ნამუშევრები:

  • 1970 – „ქვევრი”
  • 1976 – „ქალაქი ანარა”
  • 1981 – „მოცურავე”
  • 1991 – „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში”
  • 2010 – „ნიკიტას კარიბჭე”
  • 2013 – „რასპუტინი” (რუსეთის ვერსია)

სცენარები:

  • 1976 – „ქალაქი ანარა”
  • 1981 – „მოცურავე
  • 1987 – „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა”
  • 1991 – „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში”
  • 1996 – „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი”
  • 1998 – „მთვარის მამა”
  • 2000 – „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა”
  • 2007 – „მამა”
  • 2008 – „მეტეოიდიოტი”
  • 2013 – „რასპუტინი” (რუსეთის ვერსია)

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები