კერესელიძე შალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შალვა კერესელიძე — დაიბადა 1975 წლის 15 სექტემბერს. — ეკონომისტი. ეკონომიკის დოქტორი
განათლება — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა
სამუშაო გამოცდილება
- ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის კეთილმოწყობისა და საბინაო საკითხთა გაერთიანების ეკონომისტი (1996-1997); მთავარი ინჟინერი (1997-1998)
- ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი (1998-2000)
- მცხეთა-მთიანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი (2001-2003)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და საგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის კონსულტანტის თანაშემწე (2003-2004)
- საქართველოს მთვრობის კანცელარიის ეროვნული თანადგომის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წამვანი სპეციალისტი (2004-2005)
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნებათშორის ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (2005)
- საქართველოს მთვრობის კანცელარიის რეგიონალური საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თანაშემწე (2007)
- რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი (2008-2009)
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისროს რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2009-2011)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი (2011-2013)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის და ფერმერთა ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი (2013-2015)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი (2015-2018)
- მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი (2018-2020)
- საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (2018)
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): მაჯორიტარი, №11 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020).