კერამიკული წებო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კერამიკული წებო (ფრიტი) – არაორგანული წებოს სახეობა, ტუტე ლითონების ოქსიდების (MgO, AL2O3, SiO2 და სხვ.) თხელი წყლიანი სუსპენზია. დაწებების ტექნოლოგია ასეთია: წებო დაიტანება შესაწებებელ ზედაპირებზე, გამოაშრობენ, მცირე დატვირთვების დროს გააცხელებენ კომპონენტების დნობის ტემპერატურამდე და დააყოვნებენ 15-20 წუთს. შეერთება სიმტკიცეს ინარჩუნებს 1000°C ტემპერატურამდე.