კერამიკული გრანიტის იატაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კერამიკული გრანიტის იატაკი − იატაკის ძვირფასი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ცვეთამედეგობით, ხანგამძლეობითა და მოვლის სიმარტივით. მზადდება საქარხნო პირობებში თიხის, კაოლინის, პოლიმერების, მინდვრის შპატისა და ლითონების ჟანგეულების შერევით. გამოიყენება იატაკის საფარვლად სველ წერტილებში, სამზარეულოში, შემოსასვლელში და სხვ. იგება ბეტონზე ან ფანერის საფუძველზე.