კენჭოშვილი ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი კენჭოშვილი – დაიბადა 1936 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისში. — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; წიგნებისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (1960).
სამუშაო გამოცდილება
- რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; ქართულ–საზღვარგარეთულ ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი. (1966-2006)
- მუშაობდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1999-2006).
- თბილისის საკრებულოს წევრი (2004).
პარლამენტის წევრი
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.