კემულარია როლანდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როლანდ კემულარია – დაიბადა 1956 წლის 5 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში.
განათლება – პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი (1978).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს ალკკ ხობის რაიკომის ინსტრუქტორი; საორგანიზაციო განყოფილების გამგე. (1978-1982)
- ხიბულის ჩაის საბჭოთა მეურნების პარტიული კომიტეტის მდივანი. (1982-1984)
- აგროსამრეწველო გაერთიანების მეცნიერების მიღწევების პროგრესის ტექნიკური დანერგვის განყოფილების გამგე. (1984-1986)
- საქართველოს კპ ხობის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი. (1986-1989)
- კომერციული კომპანია "ჩელას” პრეზიდენტი. (1990-1997)
- სააქციო საზოგადოება "კემულარიების” გენერალური დირექტორი (1997-2004)
პარლამენტის წევრი
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი.