კახიანი დალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დალი კახიანი

კახიანი დალი — (1954) მხატვარი, პედაგოგი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1975 წელს დაამთავრა თსუ-ს ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, ხოლო 1976 წელს — იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი, მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით. არის მრავალი სამხატვრო გამოფენის მონაწილე. მხატვრულად აქვს გაფორმებული რამდენიმე საბავშვო წიგნი. სხვადასხვა წლებში პერიოდულად შეთავსებით მუშაობდა თბილისის საჯარო სკოლებში და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ლექსები წარმატებით იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში: „ჩვენი მწერლობა”, „ლიტერატურული პალიტრა”, „ქართული მწერლობა”, „მწერლის გაზეთი” და სხვა.


* * *
ჯიხვის რქის წვერებზე
მზე შემდგარა ცერებზე,
თვალს უშტერებს ნალ-მარაოს
სვეტიცხოველის,
სულ ასეა,
გადმომდგარა ვარსკვლავთ ხომლი,
ელამ ელვას რქის წვერებზე
სულ ბრჭყალები ულესია,
ჯიხვის რქის წვერებზე,
მთვარეც შემდგარა ცერებზე,
გადმომხობილა სერებზე,
თვალს არიდებს ბედშავ ას კუნძს
უმზერს ნდომით არნახულით,
მზეს ხახულის,
კვეთილ ფასკუნჯს.
ყანწის ყურყუმა ფსკერებზე
მზე–მთვარეც ჩავარდა ცერებზე,
რქის ყანწის წვერებზე
ლეკურიც შემდგარა ცერებზე
ხანჯალს იმარჯვებს წელებზე
სატრფობო წვეულებებზე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები