კაჭკაჭიშვილი იაგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაგო კაჭკაჭიშვილი

იაგო კაჭკაჭიშვილი — დაიბადა 1965 წლის 11 დეკემბერს, ქ რუსთავში. არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

1982-87 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსიფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ფილოსიიფიის სპეციალობით. 1987-90 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიაში თემაზე: „ინტუციციური ცოდნის თავისებურებების შესახებ“, ხოლო 2001 წელს - სადოქტორო დისერტაცია სოციოლოგიაში თემაზე: „სოციალური მოქმედების თეორიები“. არის პირველი მეცნიერებათა დოქტორი საქართველოში სოციოლოგიის დარგში.

1991 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ჯერ პროფესორის ასისტენტად, შემდეგ - დოცენტად, ხოლო 2002 წლიდან - პროფესორად. 2003 – 2020 წლებში იყო სოციოლოგიის კათედრის გამგე/სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი თსუ-ში. არის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, სოციოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

2001-03 წლებში, ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) გრანტის ფარგლებში, იაგო კაჭკაჭიშვილი იმყოფებოდა აშშ-ში, ნიუ-ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Rutgers), სადაც მოამზადა სამაგისტრო კურსი თანამედროვე სოციოლოგიურ თეორიებში. სამეცნიერო-კვლევით მივლინებაში იმყოფებოდა, აგრეთვე, ლივერპულის უნივერსიტეტსა (OSI, 2000 წ.) და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში (DAAD-OSI, 2005-06 წწ., 2010-11 წწ.).

აკადემიური საქმიანობის პარალელურად, იაგო კაჭკაჭიშვილი აქტიურად არის ჩართული ემპირიული კვლევების განხორციელებაში. არის არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) ხელმძღვანელი, რომელიც დაარსდა 2000 წელს. მონაწილეობა აქვს მიღებული ასზე მეტ კვლევით და აკადემიურ პროექტში, როგორც პროექტის დირექტორს და/ან ანალიტიკოსს. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ რეგულარულად ახორციელებს კვლევით პროექტებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა: გაეროს ორგანიზაციები (UNDP, UNHCR, UNFPA, UNICEF, UNWOMEN და სხვ.), ევროკავშირი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ნიდერლანდების საელჩო, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ა.შ.

იაგო კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არის თსუ-ში სოცილური მუშაობის სასწავლო პროგრამების ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2005-08 და 2009-12 წლებში ის იყო ევროკომიის Tempus/Tacis-ის პროექტების აკადემიური ხელმღვანელი, რომელთა ფარგლებში დაფუძნდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები სოციალურ მუშაობაში.

იაგო კაჭკაჭიშვილი არის 12 წიგნისა (მონიგრაფიების, სახელმძღვანელოების) და 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი/თანაავტორი, რომელთა ნაწილი დაბეჭდილია საერთაშორისო გამოცემებში ინგლისურ და რუსულ ენებზე. 2008-14 წლებში იყო საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის - „Social Policy and Social Work in Transition“ - თანარედაქტორი (ჟურნალი გამოიცემა დიდ ბრიტანეთში).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები