კაჭარავა კარლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლო კაჭარავა

კაჭარავა კარლო — (1964 – 1994), მხატვარი, მწერალი, პოეტი. დაიბადა სამტრედიაში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1984 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, მან მამუკა ცეცხლაძესთან, გია ლორიასა და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი „არქივარიუსები”, მათი პირველი გამოფენა გია ლორიას სახლში მოეწყო. ჯგუფის მანიფესტის ავტორი კარლო კაჭარავა იყო; 1986 წელს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე, ერთ პატარა ოთახში ახალგაზრდა მხატვრებმა შექმნეს ავანგარდისტული ჯგუფი, რომელსაც შემდგომში „მეათე სართული” ეწოდა. ეს ჯგუფი უფრო ფართო შემადგენლობის იყო.

1989 წლიდან იყო ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების” რედკოლეგიის წევრი; 1991 წელს მუშაობდა გერმანიაში, კიოლნში, ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში; 1989-1994 წლებში გაზეთებში — „რუბიკონი”, „კოლაჟი”, „მესამე გზა” – სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები.


ბავშვებს, წვიმებს,
ცარიელ მაწვნის ქილებს..
ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებს
გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.
კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს
ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.
მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.
რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო
თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას.
რომელ თეატრში ვნახავთ მეტ სიმართლეს,
ან დავიძინებთ უკეთ, ვიდრე ჩვენს საწოლებში,
მას შემდეგ, როცა რიტმული მოძრაობებით
ვარღვევთ ერთმანეთის სიმყუდროვეს
და მერე არეული სუნთქვით,
არეული სიზმრებით ერთად გვძინავს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები