კაშკაროვის ჩაქუჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაშკაროვის ჩაქუჩი

კაშკაროვის ჩაქუჩი − ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება რკინაბეტონის ნაკეთობის ან მონოლითური რკინაბეტონის სიმტკიცის განსაზღვრისათვის არამრღვევი მეთოდით. ხელსაწყო შედგება ლითონის სახელურიანი კორპუსის, ინდენტორის (ბურთულა), ჭიქისა და ცხლადგლინული ფოლადის (A-I კლასის) გლუვზედაპირიანი არმატურის ღეროსაგან (ეტალონური ღეროსაგან) დიამეტრით 10 მმ, სიგრძით 150 მმ, რომლის სიმტკიცე წინასწარ არის ცნობილი.

ჩაქუჩის სიგრძეა 30 სმ, წონა 0,9 კგ. მუშაობის პრინციპი ასეთია: ბეტონის ზედაპირზე ხდება ჩაქუჩის დარტყმა 90°-იანი კუთხით. დარტმების (ანაბეჭდების) რაოდენობაა 5-10. საეტალონე ღეროზე შეიძლება მოვახდინოთ დარტყმების 4 სერია. ანაბეჭდებს შორის დაშორება ღეროზე – 10-12 მმ. დარტყმის შედეგად ღეროსა და ბეტონის ზედაპირზე გაჩენილი ანაბეჭდების დიამეტრი გაიზომება კუთხური მასშტაბის სახაზავით. ცალ-ცალკე, საეტალონე ღეროზე და ბეტონის ზედაპირზე, გამოითვლება ანაბეჭდების დიამეტრების საშუალო არითმეტიკული (d და d). ბეტონის კუმშვაზე R სიმტკიცის ზღვარსა და d/d ფარდობას შორის არსებობს გარკვეული დამოკიდებულება, რის საფუძველზეც აგებული სატარირე მრუდის მეშვეობით განისაზღვრება გამოსაცდელი ბეტონის სიმტკიცე. ცდომილება შეადგენს 10-15%-ს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები