კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატი - ამიერკავკასიის ცემენტის მრეწველობის პირველი საწარმო (1978 წ-მდე ეწოდებოდა კასპის ცემენტის ქარხანანა). მდებარეობს კასპის რკინიგზის სადგურთან. მშენებლობა დაიწყო კასპის კირქვისა და თიხის საბადოების ბაზაზე. ქარხანას საფუძველი ჩაეყარა 1927 წ 10 ივნისს. 1931 წ 25 თებერვალს მოეწყო მისი საზეიმო გახსნა. პირველი ქართული ცემენტი გამოუშვეს 1930 წ., შიფერის წარმოება კომბინატმა აითვისა 1945 წ. საკედლე ბლოკებისა – 1960 წ. კომბინატის მზა პროდუქცია ძირითადად რესპუბლიკის შიგნით მოიხმარებოდა. 1968 წლიდან 400 მარკის ცემენტს გზავნიან საზღვარგარეთ.