კარტოგრაფირების ერთეული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარტოგრაფირების ერთეული – (mapping unit)
1. ტერიტორიული ერთეული, რომელიც გამოყენებულია მონაცემების მისაღებად სხვადასხვა შინაარსის რუკების შედგენის დროს, მაგ.: მდინარის აუზი – ჰიდროლოგიური რუკების შედგენის დროს, მუნიციპალიტეტი – სოციალური და ეკონომიკური რუკების შედგენის დროს;
2. მონაცემთა ბაზის უმცირესი ობიექტი ელექტრონული რუკების შესადგენად.