კარვანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრვანი — მრგვალი, მთლიანი ხისაგან გაკეთებული სკა, რომელიც უმთავრესად წაბლის, ცაცხვისა და ურთხელის ხისგან მზადდებოდა. საკარავნე ხეს გულს ოვალურპირიანი ხელსაწყოთი – „ჩხურთით” ამოუწმენდნენ და ბოლოებზე ხის სახურავებს დაუმაგრებდნენ. იყენებდნენ თაფლის შესანახადაც – „სათაფლე კოდანა”.
ლიტერატურა
დავითაძე, 1973:64.