კარაქსიოსისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარაქსიოსისი – ბერძნული ჩრდილების თეატრის პერსონაჟი და ასევე ჩრდილების თეატრის სახელწოდება. ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში თურქული ჩრდილების თეატრის ყარაგიოზის გავლენით. სპექტაკლების სიუჟეტებად გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ეპიზოდები საბერძნეთის ძველი და ახალი ისტორიიდან, მითები, ლეგენდები, ფანტასტიკური თავგადასავლები.