კაპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპა – მე-4 რიგის ბრტყელი ალგებრული წირი. მართკუთხა კოორდინატებში მისი განტოლებაა:

Kapa.PNG
(x2+y2)y2 = a2x2,

პოლარულ კოორდინატებში:

p=a ctgφ.

კაპა არის კოორდინატთა სათავიდან იმ a რადიუსის წრეწირისადმი გავლებული მხებების შეხების წერტილთა სიმრავლე, რომლის ცენტრი გადაადგილდება 0x ღერძის გასწვრივ.

კაპა სიმეტრიულია 0x და 0y ღერძების მიმართ. ასიმპტოტებია y= ± a წრფეები.

კაპა ფორმით ბერძნული ასო κ-ს (კაპა) მსგავსია, საიდანაც წარმოიშვა მისი სახელი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები