კანონიკური წარმოდგენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანონიკური წარმოდგენა (მრავალწევრის) – თუ რომელიმე მრავალწევრში შევასრულებთ მსგავსი წევრების დაყვანას ყველა შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია, და უკუვაგდებთ ნულოვანი კოეფიციენტების მქონე წევრებს, შედეგად მივიღებთ მრავალწევრის კანონიკურ წარმოდგენას. თუ აღმოჩნდა, რომ უკუგდებულ იქნა ყველა წევრი, მაშინ მრავალწევრის კანონიკური სახით წარმოდგენა არის 0, ხოლო საწყის მრავალწევრს ამ შემთხვევაში ეწოდება ნულ-მრავალწევრი. მრავალწევრის ყველა წევრი მის კანონიკური წარმოდგენაში წყვილ-წყვილად მსგავსნი არ არიან.

სიტყვა „კანონიკური“ შედგენილია ბერძნულიდან κανονικοζ – „წესებით შედგენილი“, „ნორმალური“. სიტყვა κανον თავის მხრივ, პირდაპირი აზრით აღნიშნავდა „ჯოხს“, ხოლო შემდეგ – „სწორი ხაზების გავლების ხელსაწყოს“ და ბოლოს – „მითითებას“, „განაწესს“. გასული საუკუნის 50-იანი წლების ნაშრომებში, სადაც გადმოცემულია კანონიკური ფორმის მოძღვრების საფუძვლები, სილვესტრი და კელი იყენებდნენ გამოთქმას „კანონიკური ფორმა“ ან „ტიპიური ფორმა“ (ლათ. forma – „სახე“, „გარეგნობა“, „ხასიათი“). თანამედროვე ტერმინის დამკვიდრებას ხელი შეუწყო ერმიტმა, შემდგომ კი კ. რეიეს, ვ. მაიერის, ფ. ბროსკის, დ. ჰილბერტის და სხვათა ნაშრომებმა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები