კალანდაძე ბეჟან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეჟან კალანდაძე – (დ. 7 აგვისტო, 1977, თბილისი – გ. 9 მაისი, 2005).
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - იურისტი-სამართალმცოდნე (2001).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიუსის დეპარტამენტის უფროსი (2001-2002);
- თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2004) - საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი“.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე.
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში 2004 წლის სექტემბრიდან.