კაკალი ბეტელის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეტელი

კაკალი ბეტელის - (betel nut), ბეტელის კაკლის ღეჭვა ფართოდაა გავრცელებული აზიის ზოგიერთ რეგიონში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ბეტელის „კაკალი“– აზიური პალმის Areca cathechy-ს მსხვილ თესლს წარმოადგენს. მას ახვევენ წინაკის ხის-ბეტელის [Piper betle] ფოთლებში, უმატებენ მცირე რაოდენობით გამოუწვავ კირს და არომატულ დანამატებს. ნერწყეთან კონტაქტის დროს თესლიდან გამოიყოფა არეკოლინი (ცნს-ის ანტიქოლინერგული სტიმულატორი, რომელიც რამდენადმე მოგვაგონებს ნიკოტინს).

ბეტელის ღეჭვამ შესაძლებელია გამოიწვიოს დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მისმა ხშირმა ხმარებამ კი სხვადასხვა სომატური დაავადება, განსაკუთრებით, პირის ღრუს დაავადებები, მათ შორის, კიბო. აღსანიშნავია, რომ ამ ნივთიერების გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ოფიციალურ ღონისძიებათა შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები