კაი ყმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაი ყმაეპითეტი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. კაი ყმა შეარქვა ხალხმა სამშობლოს ერთგულს, მამაცს, გულმართალსა და მაღალი ზნეობის მქონე ვაჟკაცს.

ხალხურ ლექსებში ჩამოყალიბებულია კაი ყმის იდეალი. ძირითადად ეს მცირე ზომის ლექსებია რომელთაც დღემდე შემორჩენიათ დიდი ქმედითი ძალა შემეცნებითი და მხატვრული ღირებულება. ეს სიმღერები ყოველთვის უნერგავენ მკითხველს თუ მსმენელს ჭირში გაუტეხლობას, უკეთესი მომავლისადმი რწმენას. კაი ყმა ხალხური იდეალის შესახებ პირველი წერილი ვაჟა ფშაველას ეკუთვნის.

ნ. შამანაძე



ლიტერატურა

  • მ. ზანდუკელი, ვაჟა-ფშაველა, 1961;
  • ქს. სიხარულიძე, კაი ყმა, 1963.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები