კავკასიური გველგესლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კავკასიური გველგესლა – (Vipera kaznakovi) – ქვეწარმავლები გველგესლებრთა ოჯახიდან, ვიწრო არეალის კავკასიის ენდემი. საქართველოსი ბინადრობს აფხაზეთში, გურიაში, იმერეთშიმ აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, გვხვდება ბორჯომის ხეობაში – ბანისხევის აუზში. ბინადრობს ტყეებში, მდინარეთა დაჭაობებულ უბნებზე, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.
მამრების სხეულის მაქსიმალური სიგრძე აღწევს 47,5 სმ, მდედრებს - 60 სმ, კუდის სიგრძე 7-8 სმ-ს, მამრობითი სქესის უფრო გამხდარი და გრძელი კუდი აქვთ. გველგესლების მონათესავე სახეობებისგან განსხვავებით, შეფერილობაში დომინირებს წითელი და ნარინჯისფერი ფერები. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება.