იოანე სენექერიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე სენექერიმი – ჰერეთის მეფე (დაახ. X საუკუნის II მეოთხედი). მისი მმართველობის პერიოდში ჰერეთის სამეფო დიდად გაძლიერდა და კვლავ შემოიმტკიცა მარჯვენა ნაპირის ალბანეთისა და კახეთის სამთავროს ტერიტორიათა ნაწილი. სწორედ კახურ მიწათა დაუფლების შემდეგ X საუკუნის 60-იანი წლები) უნდა მიეღო იოანეს „წარმართი მეფის“ ტიტული.

აღსანიშნავია, რომ სენექერიმმა ამეფო გვირგვინი ალბანთა კათალიკოსისაგან მიიღო. თანამედროვე იოანეს ალბანეთი სახელმწიფო აღმდგენლად მიიჩნევდნენ. წყაროებში არაფერია ნათქვამი, თუ რამდენ ხანს იმეფა იოანე სენექერიმმა და ჰყავდა თუ არა მას მემკვიდრე.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები