იოაკიმი (იუდეის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოაკიმი იუდეის მეფე

იოაკიმი - (დაახლ. ძვ.წ. 635–597) – იუდეის მეფე, იოშიას ძე. იოაკიმი თავის უმცროს ძმაზე, ეგვიპტეში ტყვედ წაყვანილ იოახაზზე სუსტი მეფე იყო, რაც იმაში ჩანს, რომ სიკვდილის წინ იოშიამ მეფედ არა უფროსი იოაკიმი დანიშნა, არამედ უმცროსი იოახაზი. იოაკიმი პატივს არ ცემდა ებრაულ ტრადიციებსა და კანონებს, რითაც ხალხს ცუდ მაგალითს აძლევდა. იოახაზის ძმამ ქვეყანაში კერპები შემოიტანა და კერპთაყვანისმცემლობის განვითარებას შეუდგა.

იუდეის დამაქცევვლი მეფე ეგვიპტის ფარაონი ნეხო II ქარხემიშთან დამარცხდა ბაბილონელებთან ბრძოლაში. გამარჯვებული ბაბილონელი მეფე, ნაბუქოდონოსორი დამარცხებული ასურეთისა და ეგვიპტის იმპერიების ტერიტორიებს დაესხა თავს და მათი სრული დამორჩილება მოიწადინა. იუდეის მეფემ გადაწყვიტა დაპირისპირებოდა ბაბილონელებს თუმცა წინასწარმეტყველი იერემია ეწინააღმდეგებოდა მის ამ გადაწყვეტილებას. მეფე ამან განარისხა და იერემიას მოკვლა ბრძანა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან მისმა მცველებმა წინასწარმეტყველი ვერ იპოვეს ნაბუქოდონოსორი ჩრდილოეთით დარჩა და მხოლოდ თავისი არმიის ნაწილი გაგზავნა იუდეაში. იოაკიმი იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. ბაბილონელებმა ქვეყანას დიდი ხარკი დაადეს და ვასალად აქციეს. ამის შემდეგ მეფე მალე გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძე, იეხონია ავიდა.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები