ინტროვერსია და ექსტრავერსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინტროვერსია და ექსტრავერსია (ლათ. intro შიგნით, exstra – გარე, verto – მიმართულება) ორი განსხვავებული ფსიქოტიპის პიროვნული დახასიათება:
ინტროვერტი – თვითჩაღრმავებული, რომლის ფიქრები და განცდები დასტრიალებს თავისსავე თავს. ექსტრავერტი – ორიენტირებული გარესამყაროზე და მასში მოღვაწეობაზე. ცნება შემოტანილია კ. იუნგის მიერ.