ინტერნეტ-ატლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტერნეტ-ატლასი – (Internet-atlas), ელექტრონული ატლასი, რომელსაც ახასიათებს მაღალი ინტერაქტივობა და ინფორმაციის მუდმივი განახლება. საინტერესოა შვეიცარიის „ინტერნეტ-ატლასი“, რომლის დათვალიერებისას ეკრანი დაყოფილია ოთხ სეგმენტად:

1. „რუკა“ – რუკების და სურათების დათვალიერება;
2. „ინტერაქტიული მოქმედება“ – ობიექტის გაცნობა და დეტალური ანალიზი, დამატებითი ინფორმაციის (რუკები, ილუსტრაციები, ტექსტი) გამოძახება;
3. „ინფორმაცია“ – საცნობარო რუკების, ტექსტის, გრაფიკების, ცხრილების გაცნობა;
4. „ნავიგაცია“ – გადაადგილება დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ინტერნეტ-ატლასების საინფორმაციო სისტემა იძლევა მათი განახლების შესაძლებლობას.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები