ინტელექტუალური საკუთრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტელექტუალური საკუთრება − (intellectual property), სოციალურ-ეკონომიკური და სამეურნეო-სამართლებრივი ურთიერთობა ინტელექტუალური შრომის პროდუქტების მფლობელობას, განკარგვასა და გამოყენებაში. ინტელექტუალური საკუთრების საფუძველს შეადგენს ცოდნა, ინტელექტი, გამოცდილება და ა.შ. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებია: დაპატენტებული ცოდნა, არატრივიალური იდეა, ტექნიკური სიახლე, მენეჯერის ნოვატორული გადაწყვეტილება და სხვ. ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკური რეალიზაციის ფორმებია: კაპიტალი, მოგება, შემოსავალი, პროცენტი და რენტა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები