ინტელექტუალური პოლიმერული კომპოზიტური მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტელექტუალური პოლიმერული კომპოზიტური მასალები (იპკმ)მშენებლობაში, მრეწველობასა და ტექნიკის სხვადასხვა სფეროში ყველანაირი პროგრესი დაკავშირებულია მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების გამოყენებასთან. კონსტრუქციულ და სპეციალურ მასალებზე მოთხოვნამ, რომლებიც სრულად პასუხობენ თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს, განაპირობა პოლიმერული, კომპოზიტურ პოლიმერული, ბოჭკოვანი კომპოზიტურ პოლიმერული კონსტრუქციული მასალების მეცნიერული კვლევა, დამუშავება და ფართო გამოყენება.

პოლიმერული სტრუქტურების იპტიმიზაციის საკითხების გადაწყვეტისას კომპოზიტურ მასალებს ენიჭება ინტელექტუალობის განსაზღვრული დონე, მართალია მასალის პასიური, მაგრამ ეფექტური რეაქციისა გარე ზემოქმედებებისადმი, რაც გამოიხატება ენერგიის დისიპაციაში ბოჭკოების რღვევისას, ბლანტ-დრეკადი რეაგირება და რხევების ჩაქრობა ვიბრაციული დატვირთვებისას (მათ შორის კერამიკული შემავსებლისას), ბზარების ზრდის შეჩერება და სხვ.

მასალის ინტელექტუალიზაცია მიმართულია კონსტრუქციული კომპოზიტის თვისებების სტაბილურობისაკენ კომპონენტების მოდიფიკაციის ხარჯზე, გამოიყენებს რა მიკრო და ნანოტექნოლოგიის მიღწევებს, მას საშუალება აქვს გადაიყვანოს პოლიმერული კომპოზიტური მასალები თვითდიანოსტიკისა და ადაპტირების მდგომარეობაში გარე დატვირთვების მიმართ და აამაღლოს სამშენებლო კონსტრუქციის, დეტალის, ელემენტის საიმედოობა და ხანგამძლეობა, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ნაკეთობებისაც.

კონსტრუქციული და სპეციალური დანიშნულების ინტელექტუალური მასალების საფუძველია ბოჭკოებით ოპტიმალურად დაარმირებულ კომპოზიტებს, პლასტიკებს, ცალკეულ ნაკეთობებს მისცეს დაგეგმილი, წინასწარ განსაზღვრული ანიზოტროპიული თვისებები დამზადების ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით. კმ-ის, პკმ-ის, ბპკმ-ის „ინტელექტუალური“ დონის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია მასალათმცოდნის, ტექნოლოგის და კონსტრუქტორის ინტელექტი. ოპტიმალურად დაარმირებული კონსტ-რუქციული კომპოზიტი ადეკვატურად რეაგირებს გარე ფაქტორებზე განსაზღვრული დროით და უზრუნველყოფს ნაკეთობის ხანგრძლივ ამტანუნარიანობას.

„ინტელექტუალურ“ მასალებს ახალი დატვირთვების ადეკვატურად შეუძლიათ შეიცალონ თვისობრივი მახასიათებელები, ფორმა და დამოუკიდებლად არეგულირონ თა-ვისი რეაქციის ხარისხი ახალი სამუშაო პირობების შესაბამისად.

თანამედროვე „ინტელექტუალური“ მასალების ტექნოლოგია დაფუძნებულია მათ სტრუქტურაში ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდების ჩანერგვაზე, რომლებიც ფორმირე-ბისას აკონტროლებენ ტანში მიმდინარე პროცესებს და შემდეგ, ექსპლუატაციის პერიოდშიც, აფიქსირებენ ნაკეთობის მდგომარეობას და ადეკვატურად რეაგირებენ გარემო პირობების ცვალებადობაზე.

ასეთი გადამწოდები საშუალებას იძლევა დროის რელურ რეჟიმში მივიღოთ ინფორ-მაცია მასალის მდგომარეობის შესახებ, საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ სტრუქტურის ცვლილება და მივიღოთ სათანადო ზომები კონსტრუქციაში შეუქცევადი დეფორმაციებისა და პროცესების სალიკვიდაციოდ.

გარდა ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდებისა, „ინტელექტუალურ“ კომპოზიტებში მიმართავენ 1 მკმ ზომის მაგნიტური, ელექტრორეოლოგიური სითხით ავსებული კაფსუ-ლების, ლითონისა და კერამიკის „ჭკვიანი“ ბოჭკოების, აქტივატორების და სხვ. ჩანერგვას.

მიკრო და ნანოტექნოლოგიების (მიკროსენსორები, მაკროსენსორები, პროცესორები, აქტივატორები და სხვ,) გამოყენებამ საშუალება მისცა კონსტრუქტორ-ტექნოლოგებს, შეექმნათ უნიკალური თვისებების, მაღალი საიმედოობის კომპოზიტური მასალები, რომლისგან დამზადებული კონსტრუქციები წარმატებით გამოიყენება თანამედროვე ავიაკოსმოსურ ტექნიკაში, გემთმშენებლობაში, მანქანათმშენებლობასა და სამშენებლო საქმეში.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები