ინდუცირებული ინვალიდიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდუცირებული ინვალიდიზაცია - (ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელების უნარის დარღვევა) - (disability), დარღვევის ან დაზიანების შედეგად განვითარებული ნებისმიერი შეზღუდვა ან დაკარგვა უნარისა, განახორციელოს აქტივობა, რომელიც ჩვეულად ითვლება, ან შეასრულოს ეს ქმედება საყოველთაოდ მიღებული ხერხით.

ფსიქიატრიის კონტექსტში ინვალიდიზაცია ასახავს ნებისმიერი დისკრეტული სოციალური როლის ან ფუნქციის (რომელსაც, ჩვეულებრივ, მოელიან ინვალიდისაგან მისი ასაკის, სქესობრივი კუთვნილებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით) განხორციელების დარღვევის ხარისხს. ასეთი დისფუნქცია ან მოღვაწეობის დარღვევა ინვალიდიზაციად რომ შეფასდეს, აუცილებელია წარმოვაჩინოთ კავშირი დისფუნქციასა და მის გამომწვევ ფსიქიკურ აშლილობას შორის.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები