ინდიკატური დაგეგმვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინდიკატური დაგეგმვა - (indicative planning), ეროვნული ეკონომიკის საორიენტაციო დაგეგმვა სახელმწიფო დონეზე, რომელიც არ ზღუდავს ეროვნული კაპიტალის უფლებებს. მასში განსაზღვრულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების სისტემა და მათი რეალიზაციის გზები. ინდიკატური დაგეგმვა კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოს შესაბამის კომპლექსურ და ურთიერთდაკავშირებულ ღონისძიებებს.
ინდიკატური გეგმა მოიცავს:
- ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს;
- პროგნოზულ-ანალიტიკურ ნაწილს;
- საგეგმო-მარეგულირებელ ნაწილს.
ინდიკატურ გეგმაში ასახულია ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს დასახული პროგნოზული პარამეტრების მიღწევა.