იმნაძე ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნოდარ იმნაძე – (დ. 10 სექტემბერი, 1945, ბათუმი – გ. 30 აპრილი, 1991). — მხატვარი, პოლიტიკოსი.
განათლება – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1974).
სამუშაო გამოცდილება
- მხატვარი (1975-90).
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი (ბათუმის რეგიონალური ჯგუფის ხელმძღვანელი), თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).