იებუსეველები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იებუსეველები – ბიბლიური ხალხი, რომლებიც იესო ნავეს ძის წიგნის მიხედვით ქანაანის მიწაზე მოსახლეობა და ფლობა ისეთ მნიშვნელოვან და ძლიერ ქალაქს, როგორიც იყო იერუსალიმი.

იებუსეველი მეფე ადონი-ცედეკი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ებრაელებთან ომის დროს, როდესაც ქანაანში იესო ნავეს ძე შეიჭრა. იებუსეველთა მეფემ ერთგვარი კოალიცია შექმნა ებრაელების წინააღმდეგ, მაგრამ სასტიკად დამარცხდა და განიდევნა. მიუხედავად ამისა იებუსეველები მეფე დავითის მეფობამდე აგრძელებდნენ არსებობას. მეფე დავითმა იერუსალიმის აღება გადაწყვიტა, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ქალაქის ხელში ჩაგდებით ის კიდევ უფრო გაიმყარებდა მდგომარეობას პალესტინაში. იერუსალიმის აღებით სრულდებოდა ქანაანის სრული დამორჩილებაც.

იებუსეველები მამაცი ხალხი იყო, მათ დავით მეფის ჯარის არ შეეშინდათ. ბიბლიის მიხედვით იერუსალიმის მთავარმა დავითს დამცინავად მისწერა, რომ თუ ის ქალაქს შეუტევდა ბრმები და კოჭლები მოახერხებდნენ მის განდევნას. მიუხედავად ასეთი თავდაჯერებულობისა, დავითმა საკმაოდ ადვილად მოახერხა ქალაქის დაკავება, სადაც მისი ბრძანებით ყველა ბრმა და კოჭლი ამოწყვიტეს. იერუსალიმის დანარჩენი მოსახლეობა ქალაქში დარჩა და იქ ჩამოსახლებულ ებრაელებთან ასიმილირდა.

იებუსეველების ისტორიულობას ამტკიცებს ამენჰოტეპ III-ს დროინდელი ეგვიპტური დოკუმენტი; სადაც იებუსეველთა სამეფო და მეფე აბდუ-გებაა ნახსენები. იებუსეველთა კიდევ ერთი მეფის, ადონი-ცედეკის სახელი ბიბლიამ შემოინახა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები