იგლუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იგლუ
იგლუს მშენებლობის სქემა

იგლუ – (ინუკტიტ. ᐃᒡᓗ), ესკიმოსების გუბმათისებრი ყინულის ქოხი.

შენდება თოვლის ბლოკებისაგან და წარმოადგენს გუმბათისებრ კონსტრუქციას. როგორც წესი, იგლუს დიამეტრია 3-4 მეტრი და სიმაღლე 2 მ-მდე. ღრმა თოვლისას შესასვლელი კეთდება თოვლში გათხრილი გვირაბის სახით, ხოლო თუ თოვლის საფარი არაა სქელი, მაშინ გარედან თოვლის ბლოკებისგან კეთდება დერეფანი, რომელიც მას ქარისგან იცავს. თოვლი კარგი თბოიზოლატორია, ამიტომ როდესაც ჰაერის ტემპერატურა –40 - –45 გრადუსია, შიგნით ტემპერატურა შესაძლოა მერყეობდეს –7-დან +26 გრადუსამდე. იგლუს სპეციალურად არ ათბობენ. ცივი ჰაერის შემოდინება უზრუნველყოფს თოვლის შიგა ზედაპირის გაყინვას, რაც არ აძლევს საშუალებას რომ იგლუ დადნეს. მის ასაშენებლად აუცილებელია დიდხანს ნადები, კარგად გამაგრებული თოვლი. ბლოკების დაჭრა ნებისმიერი მჭრელი ინსტრუმენტით შეიძლება. გამოჭრა იმ მხრიდან იწყება, საიდანაც ქარი უბერავს, რადგან აქ თოვლი უფრო მკვრივია. ხანდახან თოვლის ბლოკებთან ერთად ყინულიც გამოიყენება, რათა იგლუში სინათლემ შეაღწიოს. ჭერში ტოვებენ ღია ხვრელს ვენტილაციისათვის და განათებისთვის. იგლუს არქიტექტურა უნიკალურია. მისი ბლოკები სპირალურად ლაგდება ისე, რომ კედლები თავისუფლად იტანს სახურავის სიმძიმეს, ხოლო ვენტილაცია არ აძლევს თოვლს გადნობის საშუალებას. იგლუში დასაძინებელი ადგილები ამაღლებულ პლატფორმაზეა, ვინაიდან თბილი ჰაერი ზემოთ ადის, ხოლო ცივი ქვემოთ ჩადის. ხშირად იგლუში ცხოველთა ტყავებს აფენენ მეტი სითბოსათვის.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები