იბნ ხორდადბეხი
იბნ ხორდადბეხი – (სპარს, . أبو القاسم عُبید الله بن عبد الله اِبْن خُرْدادْبِهْ (خرداذبه) დაახლ.820 — 912/913), არაბი, მოგზაური და გეოგრაფი.
დაწერა რამდენიმე თხზულება, რომელთაგან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ ერთმა – „გზათა და პროვინციათა წიგნი“ (აკიტაბ ალ-მესალიკ ვა-ლ-მამელიკ“); ამ თხზულებაში აღწერილია პროვინციების, ქალაქების სახელწოდებანი, მოცემულია ზუსტი საგზაო მარშრუტები, მანძილისა და საფოსტო სადგურთა მითითებით, მოყვანილია ციფრობრივი მონაცემები გადასახადების შემოსავლის შესახებ თითოეულ ოლქსა და ოკრუგში. მოყვანილია აგრეთვე ცნობები არაბეთის ხალიფატის ოლქებთან მოსაზღვრე ზოგიერთი ქვეყნის შესახებ. ავტორს. აღწერილი აქვს, წინა აზიის ქვეყნების გარდა, აგრეთვე ყოფილი სსრკ-ის ევროპული ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონები და სლავთა დასახლებული ადგილები.