იაკუთი ალ-ჰამავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალ-ჰამავი იაკუთი – (არაბ. ياقوت الحموي الرومي; სრული სახელი და გვარია — იბნ აბდ ალ-ლაჰილ ალ-რუმი ალ-ჰამავი), მუსლიმი მეცნიერი და მწერალი, ფილოლოგი, მოგზაური, ისტორიკოსი და გეოგრაფი. წარმოშობით - მცირე აზიელი ბერძენი.

დაბადა 1179 წელს ბავშვობისას ტყვედ აიყვანეს და მონად გაყიდეს. იგი შეისყიდა ბაღდადელმა ვაჭარმა ალ-ჰამავიმ, რომელმაც ის ისლამური ტრადიციებით აღზარდა, შეასწავლა ვაჭრობა და შეგირდად დაიყენა. 1199 წ. იაკუტმა მიიღო თავისუფლება და დაიწყო არსებობისთვის შრომა. თავიდან წიგნების გადაწერით იყო დაკავებული, შემდეგ კი წიგნების გაყიდვით. 1213 წელს მან დაიწყო საკუთარი სავაჭრო, ოპერაციების წარმოება, რისთვისაც იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში. იაკუტი იყო ირანში, სირიაში, ეგვიპტეში, მოსულში, მარავსა და ხვარასანში. აქ ორი წლის განმავლობაში (1216-1218 წ.წ.) თავგამოდებით მუშაობდა ადგილობრივ ბიბლიოთეკებში, სადაც შეაგროვა მასალები თავისი მთავარი შრომისათვის: „გეოგრაფიული სიტყვარი“. იაკუტი მარავის შესახებ გვაცნობს შემდეგს: „ჩემი წასვლის დროისათვის, (მარავს) ჰქონდა ვაკფების ათი ბიბლიოთეკა, უფრო მდიდარი რჩეული თხზულებებით, ვიდრე სხვა რომელიმე ხალხის ბიბლიოთეკები… იქ შევაგროვე თითქმის ყველა მასალა ამ წიგნისა და სხვა ჩემი ნაწერების შესადგენად“. თავის „გეოგრაფიულ სიტყვარზე“ იაკუტი მუშაობდა თითქმის 14 წელიწადს (1215-1229 წ.წ.). ეს სიტყვარი წარმოადგენს ვეებერთელა კომპილაციურ შრომას, თავისებურ ენციკლოპედიას, თავისი „სიტყვარის“ შესავალში იაკუტი ეხება მათემატიკური, ფიზიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის მთელ რიგ საკითხებს; იძლევა ელემენტარულ გეოგრაფიულ ცნობებს. „სიტყვარი“ შეიცავს მუსლიმანური და არამუსულიმური ქვეყნების ადგილთა, ხალხთა, ქალაქთა, სოფელთა, მთათა, მდინარეთა და სხვათა აღწერას ანბანური რიგით. ქალაქების აღწერისას იაკუტს მოჰყავს მათი მდებარეობის ასე თუ ისე ზუსტი კოორდინატები, იძლევა მათ ტოპოგრაფიას და სხვ.



წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები