იაგორაშვილი ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ იაგორაშვილი

იაგორაშვილი ნოდარ − (1945), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში, ბავშვობა გაატარა სოფელ კალაურში (გურჯაანი). სწავლობდა თბილისში, თეატრალურ სტუდიაში; დაამთავრა სოფელ ვაჩნაძიანის საშუალო სკოლა, შემდეგ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაწერა ათი წლის ასაკში და მას დადებითი შეფასება მისცა თვით იოსებ ნონეშვილმა.


* * *
ჩემი თელავის ყველა ქუჩას თითზე დავითვლი,
უფალმა ღმერთმა ნადიკვარზე ცრემლად დამადნოს,
შაქარყინულის ნატეხივით გულში ჩაგითლით,
რომ თქვენი სითბო სიყვარული ჩამებადაგოს.
ჩავემუხლები, დავუჩოქებ ჯვარპატიოსანს,
გული უზომო სიყვარულით ლოცვას შენატრებს,
ჩემი თელავის ყველა ვაჟკაცს და მანდილოსანს
საკუთრად თითოს, გაგინათებთ თაფლის კელაპტრებს.
მოვასწრებ, ალბათ... თვით უფალიც ამატანინებს,
სანამდის ბოლო ამოსუნთქვა გადამთელავდეს
წინანდლის ბაღში ამოვარჩევ ლამაზ ყვავილებს,
რომ ფიანდაზად დაგიფინოთ ყველა თელაველს.
გიგოს გორაზე სიყვარულის ეშხით დავთვრები
და გადმოგძახებთ:
- თქვენთანა ვარ, თქვენთვის ვმღერივარ!
თქვენც გამიხსენეთ.. შემიყვარეთ, სანამ გავქრები...
ნაღდი თუ არა, გულით მაინც თელაველი ვარ!


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები