იაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იაბი ანუ იაბინი - მეფე ქანაანისა, რომლის მხედრობაც 20 წლის განმავლობაში თავს ესხმოდა ისრაელს მხედართმთავარ სისარას წინამძღოლობით. საბოლოოდ ისინი გაანადგურეს ებრაელებმა მსაჯულ ბარაკის წინამძღოლობით კიშონის ხევში მომხდარ ბრძოლაში (მსაჯ. IV თ.).
წყარო
ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი