თუმანიშვილი გრიგოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გრიგოლ თუმანიშვილი – (დ. 10 აგვისტო, 1925, თბილისი – გ. 17 ივლისი, 2007). — ბიოლოგი, მეცნიერი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (1949); ასპირანტურა (1952).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №2 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, საქართველოს მწვანეთა პარტია.