თოფექოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოფექოზ-ი (ნოღ. Тоьпекоьз) – ცალთვალა და ცალკბილა ცეცხლისმფრქვეველი დევი ნოღაურ მითოლოგიაში; არის ვამპირი, განსაკუთრებით უყვარს ადამიანის სისხლი, რომელიც აახალგაზრდავებს. ნოღაელ გმირთაგან დაბრმავებული და კბილამოგდებული უგონოდ მყოფი დევი თანგრიმ (ღმერთმა) ასქარ-თაუს (იალბუზის) თოვლიან მწვერვალზე მიაჯაჭვა. ასქარ-თაუზე აღწევა ქარაქუსის (მითიური არწივის) გარდა არავის ძალუძს. ამიტომ თოფექოზის ნახვა ადამიანებს არ შეუძლიათ. ამბობენ, რომ თუ იგი მოხუცმა ნახა – გაახალგაზრდავდება, თუ ახალგაზრდამ – მოხუცდება. თუკი მას ვინმე ორჯერ ნახავს, შავ კლდედ იქცევა. თუ ადამიანმა დევამდე მაინც ააღწია, ეს უკანასკნელი კითხავს:

„თუ ბრწყინავს ფაშატი?
მახვილი თუ ბადებს კვიცებს?
თუ შრიალებს ცხვარი?
ლელქაში თუ ბღავის?“

ადამიანი თუ შეუსწორებს და ეტყვის:

„ფაშატი კვიცებს შობს,
მახვილი ბრწყინავს.
ცხვარი ბღავის,
ლელქაში შრიალებს“.

მაშინ თოფექოზი რისხდება, ჯაჭვს ისე აჟღარუნებს, რომ ზეცა იძვრის, მისი ხახიდან საზაღანი გამოფრინდება და ღრუბლებს შორის ცეკვას იწყებს. თუ შეშლილი თოფექოზი ჯაჭვს გაწყვეტს, ქვეყნიერების აღსასრული დადგება.

თოფექოზის შესახებ რწმენა ფართოდ არის გავრცელებული თურქული მოდგმის ხალხების, მათ შორის აზერბაიჯანელების მითოლოგიაში. „თეფეგჲოზი/დეფეგჲოზი“.


ლიტერატურა

Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები