თორნე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა თონე-დან)
თორნე - თონე - თიხისაგან დამზადებულ პურის საცხობი. პურის გამოცხობისას თორნეში ხმელი ფიჩხისა და შეშისაგან ცეცხლს ჩაანთებენ, როცა კედლები გავარვარდება, ზედმეტ ნამწვებს ამოიღებენ ნაკვერჩხლებს შუაგულში შეა კალთავებენ და ზემოდან კრამიტის ნაჭრებს დააფარებენ, შემდეგ გამზადებულ პურის გუნდებს გააბრტყელებენ და ზემოდან ქვემოთ მწკრივად შემოაცხობენ კედელზე. გავსებულ თორნეს თავს დაახურავენ და ასე 15-20 წუთის შემდეგ პური უკვე გამომცხვარია. ერთ საშუალო თორნეში 15-20 პური გამოცხვება.